პრეზიდენტი ივანიშვილს სჭირდება თოჯინად, რათა მორიგი ინსტიტუცია აკონტროლოს - კაპანაძე
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, „ფლანგვის დეტექტორის“ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ინსტუტუტზე წლიურად 6.1 მლნ. ლარი იხარჯება, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა პანდემიის პერიოდში ექსკურსიებზე 21 ათასი ალრი დახარჯა.
კაპანაძის თქმით, ივანიშვილს პრეზიდენტი სჭირდება თოჯინად, რათა მორიგი ინსტუტუტი აკონტროლოს, შესაბამისად ყველა ხარჯი, რომელიც ამ ინსტიტუტთან არის დაკავშირებული, არის გაუმართლებელი.
„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნა ასევე გაყალბებული არჩევნების შედეგად რეალურად ივანიშვილს სჭირდება თოჯინად და ივანიშვილს სჭირდება იმისთვის, რომ მორიგი ინსტიტუცია აკონტროლოს და შესაბამისად, ყველა ხარჯი, რომელიც პრეზიდენტზე იწევა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის გაუმართლებელი ხარჯი და არაფერს არ სძენს პრეზიდენტი საქართველოს.
თუმცა, ამ ეტაპზე, ეს არის არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი, ეს არის ჩვენი ხმების დაცვა და მოპარული არჩევანის გაცვლა და ამ მოპარული არჩევანის გაცვლას ეწინააღმდეგება უკლებლივ ყველა, ვინც ივანიშვილის ბანაკშია, დაწყებული პრეზიდენტისგან და დამთავრებული მისი თოჯინებით და კლოუნებით, რომლებიც პარლამენტში ჰყავს და რომლებიც სპიკერებად ჰყავს.“ - განაცხადა კაპანაძემ.
წყარო:newposts.ge