თეგებით ძიება
06. 11. 2020 COVID - 19

დანიაში კორონავირუსმა ძლიერი მუტაცია განიცადა, მთავრობა მილიონობით წაულის დახოცვას აპირებს

დანიაში, რომელიც წაულის ბეწვის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში, აპირებენ, რომ კორონავირუსის მუტაციისა და ფართო მასშტაბით გავრცელების თავიდან ასარიდებლად შეამცირონ ცხოველთა რაოდენობა და უამრავი მათგანი დახოცონ. პრემიერ-მინისტრის, მეტე ფრედერიკსენის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება ძალზე რთული იყო, თუმცა აუცილებელი აღმოჩნდა ამ ზომის მიღება, რადგან რეკომენდაცია ჯანდაცვის უწყებამ გასცა.

„ვირუსმა მუტაცია განიცადა წაულებში. მუტაცია განცდილი ვირუსი კი ადამიანებში სწრაფად ვრცელდება“- განაცხადა ფრედერიკსენმა. გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის აგრესიული შტამები აღმოჩენილი იქნა წაულების ფერმაში, საიდანაც 12 ფერმერი დაინფიცირდა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის აღნიშნული შტამის გავრცელებამ მომავალი ვაქცინის ეფექტურობა შესაძლოა საერთოდ გამორიცხონ.

„ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება მუტაციას, ჩვენ აგრეთვე ანგარიშვალდებული და პასუხისმგებლები ვიქნებით მთელი მსოფლიოს წინაშე"-განაცხადა მთავრობის მეთაურმა

გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო ლოკაციაზე, ოქტომბრის თვეში 1 მილიონამდე წაულა იქნა მოკლული. წაულების რაოდენობის შესამცირებლად გამოძახებულია დამატებითი ეკიპაჟები პოლიციიდან და არმიიდან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა