თეგებით ძიება
06. 11. 2020 COVID - 19

ტრაგედიის ახალი დეტალები: თბილისში ბაბუა და 15 წლის შვილიშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა

15 წლის ქეთი კობერიძის გარდაცვალებამ მთელი თბილისი შეძრა. მე-11 კლასის მოსწავლე რამდენიმე დღის წინ კორონავირუსმა იმსხვერპლა. ბევრმა არ იცის, რომ ამ ვერაგი დაავადებით ქეთის მთელი ოჯახი იყო ინფიცირებული და მისი გარდაცვალების წინა დღეს, ბაბუამისიც გარდაიცვალა.

როგორც ახლობლები ამბობენ, გოგონა სრულიად ჯანმრთელი იყო და გავრცელებული ხმები, თითქოს მას რაიმე სახის ქრონიკული დაავადება ჰქონდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ქეთის ბიძაშვილი, ანი პოპიაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ოჯახის მძიმე ტრაგედიაზე ჰყვება.

„დიახ, ქეთას ბაბუაც გარდაიცვალა. ქეთას ყოველდღე რომ ველაპარაკებოდი, ვხვდებოდი, რომ ხველა ურთულდებოდა. ბოლოს რომ დავრეკე, იმ დროს აუტყდა ხველა. ვუთხარი, ექიმს დაუძახეთ, როგორ გახველებსმეთქი და გავუთიშე ტელეფონი. ამის მერე რომ დავრეკე, მითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავდათ. როგორც მითხრეს, დააძინეს, რომ გადასხმები მშვიდად გაეკეთებინათ.

არ მინდა, ვინმეს ბრალი დავდო, მაგრამ კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი ბავშვი შეიყვანეს და… მერე წამომდგარა საპირფარეშოში შესასვლელად და მაგ დროს გული გაჩერებია. დიდი ხანი დასჭირდათ, რომ გული აემუშავებინათ. გული აუმუშავეს, მაგრამ მერე გვითხრეს, რომ ტვინმა შეშუპება დაიწყო. კვირაზე მეტ ხანს იყო კომაში და ყოველდღე ველოდებოდით სასწაულს…

ქეთას ბაბუა და მამა ერთ პალატაში იწვნენ იმავე კლინიკაში. ბაბუას, რომ გაურთულდა მდგომარეობა ისიც რეანიმაციაში შიყვანეს. მერე თქვეს, რომ გამოკეთდა და პალატაში დააბრუნეს. სიმართლე გითხრათ, იმდენად ვიყავით ქეთაზე გადართულები, არც მიკითხავს ბაბუის ამბავი. არც ვიცოდი, რომ ისიც მძიმედ იყო. მერე კი მითხრეს, ქეთას ამბები ესმოდა და ამის გამო ინერვიულაო. პალატაში გადმოყვანილი ისევ შეუბრუნებიათ რეანიმაციაში, სადაც გარდაიცვალა კიდეც“, – ამბობს გარდაცვლილი გოგონას ბიძაშვილი.


წყარო:primetime.ge



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა