თეგებით ძიება
06. 11. 2020 COVID - 19

„პასუხისმგებლობას არ გავურბივართ“ – მინისტრი კორონავირუსით გარდაცვლილ ცოლ-ქმარზე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, Covid-19-ით გარდაცვლილი ცოლ-ქმრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ კონკრეტულ შემთხვევას იცნობს და აქ მნიშვნელოვანია დროულობა და ეფექტურობა. მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ პაციენტის კოვიდტესტმა ჯერ უარყოფითი პასუხი აჩვენა, რამდენიმე დღეში კი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, არ ნიშნავს, რომ ხარვეზია ტესტირების კომპონენტში.

შეიძლება, ნებისმიერ დღეს დავინფიცირდეთ, თავი უნდა დავიცვათ, დისტანციის არდაცვა გვაყენებს ყველაზე დიდი ზიანს. ჯანდაცვის სექტორი იღებს პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, თუმცა ყველა ისეთ შემთხვევაზე, რომელიც რთულდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ან დაგვიანებული გამოვლენის გამო, გაუჭირდებათ მხოლოდ ექიმებს პასუხის გაცემა და პასუხისმგებლობის აღება“.- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ინფორმაციისთვის, ხონის მუნიციპალიტეტში სოფელ კონტუათში, 54 წლის პედაგოგი და მისი მეუღლე კორონავირუსით გარდაიცვალა. გარდაცვლილი ქალი ამავე სოფლის სკოლაში დაწყებითი კლასის დამრიგებელი იყო.

წყარო: https://progressnews.press/


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა