ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია, ამ სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით… მეტი კრიზისი იქნებ აწყობთ?! - გიორგი გახარია
“ჩემს პერსონალურ აზრს მოგახსენებთ, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო ის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის უნდა ვყოფილიყავით მზად. სამწუხაროდ, და მე აქ არ ვგულისხმობ ყველას, სამწუხაროდ ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს ქუჩის ოპოზიცია და ეს ქუჩური, ოპოზიციური მოძრაობის სტერეოტიპებიდან ვერ გამოვედით, ეს არის უკიდურესად სამწუხარო, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი კრიზისი იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის, რაც უფრო მეტი ვირუსის გავრცელება იქნება უკეთესია ოპოზიციისთვის.
“რაც უფრო მეტი პრობლემები იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სისტემებში პოლიცია იქნება ეს, სამედიცინო სიტემა იქნება, ჯარი იქნება – უკეთესია ოპოზიციისთვის”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.