ვაპროტესტებთ და არ ვეგუებით, რომ არჩევნები მოგვპარეს - ალეკო ელისაშვილი
აქ არც აქციებისთვის მოვდივართ და არც გადატრიალებისთვის, მოვდივართ იმის სათქმელად, რომ არ შევეგუებით ჩვენთვის არჩევანის მოპარვას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.