თეგებით ძიება

არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა კანონდარღვევას ვუპასუხებთ პროპორციულად - მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მიიღებს კანონით დადგენილ ადეკვატურ ზომებს.

"აქციის ორგანიზატორებმა სრული იგნორი გაუკეთეს ჩვენი პარტნიორების მოწოდებას, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა, ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოყვა საპასუხო ქმედება პოლიციელთა მხრიდან. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე რაიმე სახის არსებითი დარღვევა არ ყოფილა, რაც ხმების გადათვლით დადასტურდა. ვუერთდებით ჩვენი პარტნიორების მოწოდებას და კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს დაიცვან რეგულაციები, ასევე, მოუწოდებ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონდარღვევას და ასეთ მცდელობას", - განაცხადა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა