თეგებით ძიება

აქცია ცესკოს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისს შენობასთან გამართული აქცია დასრულდა.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ალეკო ელსაშვილმა, შეკრებილ მოოქალაქეებს დაშლისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ისინი 9 ნოემბერს, 18:00 საათზე შეიკრიბებიან რუსთაველის გამზირზე.

აქციის დაშლას წინ უძღოდა მონაწილეების მხირდან პოლიციის კორდონის გარღვევის მცდელობა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან წყლის ჭავლის გამოყენება მოყვა.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ შსს-ს მოუწოდა, რომ არაკანონიერი ქედებების საპასუხოდ პროპორციული ძალა გამოეყენებინათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა