თეგებით ძიება

აქციის მონაწილე: მაქვს თვალის ბადურის ქიმიური დამწვრობა, 70%-ით დავკარგე მარცხენა თვალში მხედველობა

მოქალაქე გოგი ხოჭოლავა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო, სცეცრაზმელმა სახეში სპრეი შეასხა, რის შედეგადაც მარცენა თვალში მხედველობის 70% დაკარგა.

"არანაირ ძალადობრივ აქტს არ ჩავდიოდით არცერთი აქტივისტი, ამის კადრები ჩემსავე ლაივშია. სპეცრაზმელმა, რომელთანაც ერთ მეტრიანი დისტანცია მქონდა დაცული, სპეცრაზმის კორდონთან, ხელი გადმოყო და რაღაც სპრეი შმოგვასხა სახეში იქ მდგომ ადამიანებს. მაქვს ტრამვული კონიუქტივიტი, ბადურის ქიმიური დამწვრობა, დამიდასტურდა 70 პროცენტით მარცენა თვალში მხედველობის დაკარგვა". – ყვება მოქალაქე მთავარ არხთან საუბარში.



წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა