მისი პროფესია თვალია, ახლა საოპერაციოდ შეიყვანეს – გრიგოლია
ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპერატორი პაპუნა ხაჩიძე საოპერაციოდ შეიყვანეს.
პაპუნა ხაჩიძემ სამპროტესტო აქციის გაშუქებისას, წყლის ჭავლის შედეგად თვალი დაიზიანა.
"ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი,თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს, დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ პაპუნას გამოჯანმრთელება, ვინც ამას ამართლებს, მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ" - წერს გრიგოლია.
წყარო:newposts.ge