თეგებით ძიება
09. 11. 2020 COVID - 19

მრცხვენია, რომ ქართველი ვარ! მძულხართ – ქართველი ექიმი აქციებს ეხმაურება

„პირველად მრცხვენია რომ ქართველი ვარ! მძულხართ… რა აქცია რა პარლამენტი? “ – ასე მიმართავს ქართველი ექიმი საზოგადოებას.

ის წერს, რომ შეკრებები ამ ეტაპზე დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს.

„მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, კიდევ რამდენი თვე უნდა ვიაროთ ასე? რამდენი? რა ვირუსი არ არსებობს რა შეკრება? ხალხოოოოო იქნებ გონს მოეგოთ რამე დაგიშავეთ?

აღარ გეყოლებათ აღარც ექიმები აღარც მედდები, გრცხვენოდეთ, გინდა პოლიტიკაში ჩათვალეთ რაც გინდათ ის ქენით ყველას შემიძლია ვუწოდო მტერი, და კაცთმოძულე, რა აქცია, რა პარლამენტი?

ადამიანები იგუდებიან თქვენ რომ მოხვალთ ვირუსი წავა? თუმცა ვირუსი ხომ არ არსებობს. ვიგონებთ…

პირველად მრცხვენია რომ ქართველი ვარ. მძულხართ ვისთვისაც ადამიანის სიცოცხლე ძვირფასი არაა და თქვენ გინდათ რომ ქვეყანა ააშენოთ?

ჩვენ კი ვეცდებით კიდევ ბევრი სიცოცხლე გადავარჩინოთ, მაგრამ როცა ადამიანებს ასე გვძულს ერთმანეთი, ალბათ, ის დროა, მხოლოდ ორი სიტყვა ვთქვათ “ღმერთს ვებარებოდეთ“ – წერს თამარ ლომსაძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა