თეგებით ძიება

ივანიშვილი არაკონსტიტუციური, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამსამარებელი, პოლიციური რეჟიმის მოთავე, ავანტიურისტია - ახვლედიანი

ევროპული საქართელოს წევრის, არმაზ ახვლედიანის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ადამიანებს უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა გაუუქმა.

ახვლედიანი მიმართავს საზოგადოებას, რომ არ დაუთმონ მოძალადე რეჟიმს საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გაუქმება და გამოხატონ პროტესტი.

„თვითმარქვია, ჯალათმა ივანიშვილმა უმთავრესი კონსტიტუციური უფლება, სამარლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობა, გაგვიუქმა! მოძალადე, პოლიციურმა რეჟიმმა აღშფოთებული მოქალაქეების მშვიდობიან, სამართლიან პროტესტს სრულიად არაპროპორციული, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ზომებით უპასუხა!

ძალადობა, რაც საკუთარი თვალით ვნახე და სხვების მსგავსად სრულად ვიწვნიე შუაღამისას ცესკოს შენობასთან, არ მიტოვებს არავითარ სხვა შესაძლებლობას, თუ არა მკაფიოდ ვთქვა ის, რაც არაერთხელ მითქვამს ბოლო წლების განმავლობაში: ივანიშვილი არაკონსტიტუციური, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დამსამარებელი, პოლიციური რეჟიმის მოთავე, ავანტიურისტია!

აშშ-ს და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაფასონ ივანიშვილის რეჟიმის მიერ დემოკრატიის ხელყოფა და იმ შემთხვევაში, თუ “ოცნება” სასწრაფოდ არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს უმწვავესი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად (მათ შორის მოლაპარაკებები ოპოზიციასთან), დაიწყოს მის მიმართ სანქციების მექანიზმის ამოქმედება!

მოვუწოდებ ჩვენს საზოგადოებას, არ დავუთმოთ მოძალადე რეჟიმს საქართველოში თავისუფლების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების გაუქმება, ქვეყნის კრემლის ორბიტაზე გადაყვანა და ნორმალური განვითარების პერსპექტივის განადგურება! მტკიცედ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი, შევუერთდეთ აქციას აქ, რუსთაველზე, ბათუმში და მთელი ქვეყნის მასშტაბით! დაუღალავი სამართლიანი ბრძოლით დავიბრუნოთ ოლიგარქ-დიქტატორის მიერ მიტაცებული ჩვენი სამშობლო!“ - განაცხადა ახვლედიანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა