გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში - პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით - ჭიაბერაშვილი
ევროპული საქართველოს წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ეპიდემიის დროს მიტინგებსა და დემონსტარციებზე საუბრობს.
ეპიდემიის პირობებში მიტინგებისა და დემონსტრაციების შესახებ
1. არათუ მიტინგები და დემონსტრაციები, არჩევნებიც რომ არ ყოფილიყო საერთოდ, დეკემებერში მაინც ის მოხდებოდა, რაც მოხდება. რატომ? იმიტომ რომ ივანიშვილს და მთავრობას არც არასოდეს ჰქონია ამ ეპიდემიის მართვის არაპოლიტიზებული, ხალხის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე გათვლილი გეგმა.
2. "ოცნების" ყველაზე უსინდისო მომხრეებიც კი უკვე აღარ დაობენ პირველ პუნქტზე. დაობენ მხოლოდ ერთ რამეს: თუ იცით, რომ ისედაც მძიმე კვირეები და თვეები გველის, რატომ არ გაჩერდებით სახლში.
ვპასუხობ: იმიტომ, რომ ამ ხალხს აქვს შეგრძნება - ივანიშვილის რეჟიმის პირობებში სიკვდილი, დღეს თუ ხვალ, სწრაფად თუ ნელა - ყველას იპოვის. იპოვის რაღაც ფორმით: კორონათი, სიღარიბით, კრიმინალით, დეპრესიით.
"ოცნების" ყველაზე უსინდისო მომხრემაც იცის, რომ თუ დაინფიცირდება, დიდი რისკის ქვეშ დგას. და ამ რისკთან შედარებით მიტინგზე დგომა ყველა უკვე უმნიშვნელო რისკად გამოიყურება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საშინელი ეკონომიკური კრიზისის მხოლოდ საწყის ეტაპზე ვართ ჯერ.
3. არ არსებობს ეპიდემიის ადეკვატური მართვა ხალხისა და ხელისუფლების შეთანხმების გარეშე. მხოლოდ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არჩეულ ხელისუფლებას ექნებოდა ამ თანხმობის გამომხატველი მანდატი. ეს წაგვართვეს, ეს მოიპარეს.
ამიტომ ყველაფერზე - გაყალბებულ არჩევნებზეც, ხალხის ქუჩაში გამოსვლაზეც, იმაზეც, რაც გველოდება დეკემბერში - პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა და არა თანხმობით.“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი
წყარო:newposts.ge