წყლის ჭავლი გაფრთხილების გარეშე კანონის დაცვით იქნა გამოყენებული - კახაბერ საბანაძე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახაბერ საბანაძე ამბობს, რომ პოლიციამ აქციის დაშლა გაფრთხილების გარეშე დაიწყო, მაგრამ ეს კანონიერია და მათ პოლიციის შესახებ კანონით იხელმძღვანელეს.
"წყლის ჭავი, როგორც სპეციალური საშუალება, იძულების საშუალება გამოყენებული იქნა კანონის სრული დაცვით. კერძოდ, ავხსნი და ხაზს გავუსვამ, პოლიციის შესახებ კანონის 31-ე მუხლის თანახმად, პოლიციას აქვს უფლება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება პოლიციელის და ზოგადად, საზოგადოების წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას გაუფრთხილებლობის გარეშე და ამის, ბუნებრივი რეალობიდან გამომდინარე არ არსებობს გაფრთხილების საშუალება, გამოიყენოს სპეციალური საშუალება. სწორედ ამ კანონის დაცვით იქნა გამოყენებული, გაფრთხილების გარეშე", - განაცხადა საბანაძემ.
წყარო:newposts.ge