კალაძე: მეამაყება, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს დონეზე
"ოცნების" გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცესკოსთან აქციის დარბევის შესახებ ისაუბრა.კალაძემ განაცხადა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს დონეზე.
“მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს დონეზე და ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ამას ხელს. მაგრამ, როდესაც მეორე ნაწილში ვიხილეთ დესტრუქციული ქმედებები კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რომლებიც იქ იყვნენ და რაც ხდებოდა ვნახეთ, რომ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას არ მოსწონს ის, რაც მოხდა გუშინ, შესაბამისად, კანონის ფარგლებში იყო ქმედებები. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ, თუ ვინმეს აქვს რაიმე კითხვები უბნებთან დაკავშირებით, არსებობს მითითებები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები და არსებობს კანონი...” - ამბობს კალაძე.
წყარო:newposts.ge