მადლობა სამართალდამცველებს, რომ თავდასხმა მოიგერიეს რბილი ძალის გამოყენებით - კალაძე
თბილისის მერი, კახა კალაძე, სამართალდამცველებს მადლობას უხდის:
"მინდა, მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, რომ იმოქმედეს მაქსიმალური სიფრთხილით და კონსტიტუციურ ინსტიტუტზე თავდასხმის მოგერიება შეძლეს რბილი ძალის გამოყენებით. ყველამ მინდა გაითვალისწინოს, რომ ყველას გვაქვს 1 სამშობლო - არავისთვისაა სასიამოვნო საყურებელი არც ის, როგორ ესვრიან პოლიციელებს ქვებს მომიტინგეები, ცდილობენ ცესკოს შენობაში შეჭრას. არც ისაა სასიამოვნო, რომ პოლიცია იძლებული ხდება თავდასხმა წყლის ჭავლით მოიგერიოს", - ამბობს კალაძე
წყარო:newposts.ge