თეგებით ძიება

შსს-ში ამტკიცებენ, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე უარყო გუშინ აქციის მონაწილეთა მიმართ პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი აირის გამოყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ იმ თანამშრომელთა აღჭურვილობაში, რომელიც მასების მართვაში მონაწილეობენ, არის სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც არ არის ცრემლსადენი გაზი, ეს არის აეროზოლი და ის საჭიროების მიხედვით შეიძლება სამართალდამცველებმა გამოიყენონ.

"ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარვყოფთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. აქვე ავხსნი, რომ იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს, ასე ვთქვათ, მასებს, არის სპეციალური საშუალება - ე.წ. წიწაკის სპრეი. ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, ეს არის აეროზოლი, სპრეი, რომელიც, რა თქმა უნდა, საჭიროების მიხედვით შეიძლება სამართალდამცველებმა გამოიყენონ. ოღონდ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, სხვაობა დიდია",- განაცხადა კახა საბანაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა