თელავში კორონავირუსით 86 წლის პაციენტი გარდაიცვალა
თელავში კორონავირუსით 86 წლის კაცი გარდაიცვალა. პაციენტი თელავის რაიონულ სავადმყოფოში ათი დღის წინ მაღალი ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
სავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის განცხადებით, ხანდაზმულს COVID-19 ერთად სხვა თანხმლები დაავადებებიც ჰქონდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
პაციენტი თელავის რაიონულ სავადმყოფოში გუშინ, 8 ნოემბერს, დილით გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 8 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 2 470 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
წყარო:newposts.ge