თეგებით ძიება

არ ვაპირებ, დავემორჩილო ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების ზეპირად ჰაერში გასროლილ რაღაცა კანონებს - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, დიალოგის ილუზიური მოთხოვნები ხელისუფლების სასიკეთო თამაშია მხოლოდ და მხოლოდ და ის, რაც გუშინ ცესკო-სთან მოხდა, ეს ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" მოქალაქეებთან რაიმე სახის კომუნიკაციას არ აპირებს.

დეკანოიძის თქმით, ის არ აპირებს ივანიშვილის დადგენილს წესებს დაემორჩილოს:

"ხელისუფლება ოდნავ მაინც რომ უფრთხილდებოდეს ადამიანების ხმას და კონსტიტუციურ უფლებას, რა თქმა უნდა, ისინი გაიზიარებდნენ ჩვენ მოთხოვნებს. მაგრამ არა იმისთვის, რომ რაღაცა მოლაპარაკების ილუზია შექმნას ხელისუფლებამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ილუზორული მოთხოვნები და წარმოდგენები არის ხელისუფლების სასიკეთო თამაში. თუ რაიმე კონკრეტული წინადადებები აქვს ხელისუფლებას, რაც ეხება ახალ არჩევნებს, საარჩევნო პროცესის თავისუფალ ადმინისტრაციას, თამარ ჟვანიას გადადგომას, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეები მოისმენენ. თუ არაფერი და კიდევ საუბრობენ მოლაპარაკებაზე და მეორე ხელით დაგვიშინეს წყლის ჭავლს, ეს არ ნიშნავს რომ რაიმე სახის კომუნიკაციას აპირებენ მოქალაქეებთან.

მე პირადად არ ვაპირებ დავემორიჩილო ბიძინა ივანიშვილისა და მისი დამქაშების ზეპირად ჰაერში გასროლილ რაღაცა კანონებს. სად წერია, რა სამართლებრივი სტატუსი აქვს,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ცესკო-სთან მომხდარი მომიტინგეების დარბევის შემდეგ ოპოზიცია დღეს კვლავ გეგმავს საპროტესტო აქცია გააგრძელოს და გაბრაზებულ ამომრჩევლებთან ერთად 18:00 საათზე ისევ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა