თეგებით ძიება

დარწმუნებული ვარ, დაკავებულები მალე გათავისუფლდებიან, ამ რეჟიმს სხვა გზა არ ექნება - პრეზიდენტი

ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ მოუგებს  - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში იურისტების გუნდთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ დაკავებულები მალე გათავისუფლდებიან.

ჩვენ მოქალაქეებს რომ სჭირდებათ ყოველდღიური დაცვა, ამისთვის შეიქმნა იურისტების და ადვოკატების ჯგუფი, რომლებიც იმისთვის შეიკრიბნენ ერთად, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეები. მისცენ მათ სამართლებრივი რჩევები პირველ ეტაპზე და ამისთვის ცხელი ხაზიც იქნება, თუ არის უკვე და შემდეგ ყველა ის დახმარება გაუწიონ, რაც მათ ესაჭიროებათ. ეს ყველაფერი იქნება უსასყიდლოდ. ეს არის დიდი სამოქალაქო შეგრძნების გამოხატულება, რაც საზოგადოებას ქმნის. ჩვენ თვალწინ ნამდვილი, ქართული საზოგადოება იქმნება. ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ვერცერთი რეჟიმი ვერ დაუპირისპირდება და ვერ მოუგებს.

ჩვენ გვინდა, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს ციხეში არიან, იყვნენ დაცული და გამოვიდნენ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი სწრაფად განთავისუფლდებიან, რადგან სხვა გზა ამ რეჟიმს არ ექნება ძალიან მალე. სანამ ეს არ მომხდარა, მანამდე თქვენი საქმე არის და ამისთვის დიდი მადლობა ყველას", - ამბობს პრეზიდენტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა