თეგებით ძიება
09. 11. 2020 COVID - 19

Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია

ფართომასშტაბიანი კვლევების პირველი შუალედური შედეგების მიხედვით, Pfizer / BioNTech-ის კორონავირუსის ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

ვაქცინის კვლევის მესამე ფაზაში 43 000 ადამიანი იყო ჩართული. გამოცემის ინფორმაციით, კვლევის პროცესში გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

„დღეს მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის დიდი დღეა. მესამე ფაზის მიმდინარეობისას ჩატარებული კვლევის პირველადი შედეგები იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი ვაქცინა, შესაძლოა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით იქნას გამოყენებული“,- აცხადებს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ექიმი ალბერტ ბოურლა.

კვლევის პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ვაქცინის ეფექტურობაში მეცნიერები ბოლომდე დარწმუნებულები არ იქნებიან.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინის შესახებ ყველა საჭირო მონაცემების შეგროვება ნოემბრის მესამე კვირამდე გასტანს. შეგროვილი მონაცემები შემდგომ უკვე დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოებს წარედგინებათ. ვაქცინის სწრაფი ლიცენზირების შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალისთვის პირველი დოზების მიწოდება წლის ბოლოს მოხდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა