ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტირება 253 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან ვირუსი 52-ს დაუდასტურდა და რეგიონში 7 ნოემბრიდან 9 ნოემბრამდე პერიოდში ვირუსს კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 4 772 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 55 ადამიანი გარდაიცვალა, 2 929 კი- გამოჯანმრთელდა.
წყარო:newposts.ge