ეს არის ბიძინა ივანიშვილის და კობახიძეების ხუშტურზე გამოცემული შეზღუდვა - ნადირაშილი
ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, შეზღუდვების შემოღებასა და ადამიანების დაჯარიმებას ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ეს შეზღუდვები შემოიღო ბიძინა ივანიშვილმა და ეს განკარგულება არ გამოუცია პარლამნეტს, შესაბამისად, ის ვერ აღიქვება სერიოზულად და კანონიერად.
ნადირაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გუშინ, აქციაზე, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ ახალგაზრდებს, რის გამოც მათ პასუხი უნდა აგონ.
„კომენდანტის საათის შემოღებას აქვს თავისი გაწერილი წესები, ამას სჭირდება პრეზიდენტის განკარგულება და სჭირდება პარლამენტის თანხმობა. ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ყველა ინსტიტუტი გააუქმა, არ სჭირდება არც პრეზიდენტი, არც პარლამენტი, მან გადაწყვიტა, რომ როცა მოუნდება გამოაცხადოს კომენდანტის საათი და შემდეგ როცა ეს მოუნდება, გააუქმოს.
რათქმაუნდა, შეზღუდვების დაწესება ხდება ქართული ოცნების პოლიტიკური გეგმების შესაბამისად და ამიტომ, ასეთი ტიპის კომენდანტის საათი ვერ აღიქვება სერიოზულად, ეს არ არის კანონის დაცვით შერჩეული შეზღუდვითი ღონისძიება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის და კობახიძეების ხუშტურზე გამოცემული შეზღუდვა და შესაბამისად, ის რაც არ არის კანონიერი, ვერ ჩაითვლება კანონის დარღვევად.
რაც შეეხება ჯარიმებს და დამოკიდებულებას ახალგაზრდების მიმართ, ეს იყო ქმედება ინსტიტუტის, რომელიც მოწოდებულია არა საკუთარი მოქალაქეების დაცვისა და ქვეყანაში წესრიგის დამყარებისაკენ, არამედ ეს იყო ქმედება ინსტიტუტის, რომლის მიზანი და მოტივი არის ერთადერთი, დაიცვას ბიძინა ივანიშვილის სიმშვიდე.
ჩვენ ვნახეთ, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს და ეს აუცილებლად უნდა იყოს დასჯადი, დღეს თუ არა ხვალ, პოლიციელბმა, რომლებმაც სცემეს ახალგაზრდები, უნდა აგონ პასუხი, რაც შეეხბე აქტივისტების დაკავებას, ესეც იყო პოლიციელების კანონს მიღმა ქმედება.“ -განაცხადა ნადირაშილმა.
წყარო:newposts.ge