ბრიტანეთში დაასახელეს თარიღი, თუ როდის იქნება კორონავირუსის ვაქცინა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის
ცხოვრება ჩვეულ რიტმს გაზაფხულისთვის დაუბრუნდება- ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანელი პროფესორი, ჯონ ბელი ავრცელებს. აღნიშნული პირი აქტიურად მუშაობდა დიდი ბრიტანეთის ვაქცინის სამუშაო ჯგუფში. მისი განცხადებით, ვაქცინასთან დაკავშირებით არსებული სიახლე ძალზე დამაიმედებელია მსოფლიო საზოგადოებისთვის.
მეცნიერი აღნიშნავს, რომ ვაქცინის ვარგისიანობა თუ 90 %-ით დასტურდება, ეს გასაოცარი სიახლეა, რომელმაც მსოფლიოს სტაბილურობა უნდა მოუტანოს.
შეგასენებთ, რომ რამდენიმეთვიანი კვლევების საფუძველზე, PFIZER/BIONTECH-ის კორონავირუსის ვაქცინა 90 %-იანი ეფექტურობით გამოირჩევა. სულ ვაქცინის გამოკვლევებში 43 500 ადამიანი იყო ჩართული. გავრცელებული ინფორმაციით, კვლევების მიმდინარეობისას გვერდითი ეფექტი პრეპარატს არ გამოუვლენია. კომპანია PFIZER-ის დირექტორის თქმით, მათ მიერ შექმნილი ვაქცინა კორონავირუსის პრევენციისთვის აქტიურად იქნება გამოყენებული.
წყარო:newposts.ge