კორონავირუსისგან თავის დასაცავად ვაქცინის ორი დოზა იქნება საჭირო- რამდენ ხანში ჩამოუყალიბდებათ ადამიანებს ინფექციისგან თავდაცვის იმუნიტეტი
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინა უკვე შექმნილია და იგი 90 %-იანი მდგრადობით გამოირჩევა ინფექციისგან პრევენციის საქმეში, დასახელდა პრეპარატის მოხმარების კონკრეტული ხანგრძლივობა, რათა ადამიანები სრულად იქნენ დაცულნი ვირუსისგან.
კომპანია, PFIZER და BIONTECH-ის მიერ შექმნილ პროდუქტს თვის ბოლოსთვის მიიღებენ გადაუდებელი მოხმარებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანებამა კოვიდ 19-ის ვაქცინა სამი კვირის შუალედში უნდა მიიღონ, რაც უზრუნველყოფს მათ დაცულობას ინფექციისგან. ადამიანებს კი მიახლოებით თვენახევარი მოუწევთ ლოდინი იმაზე, სანამ ინფექციის მიმართ იმუნიტეტი ჩამოუყალიბდებათ. – „ პირველივე დოზის მიღებიდან გავა თვენახევარი, რომლის შემდეგაც ადამიანები ვაქცინისგან დაცული და უზრუნველყოფილნი იქნებიან“.
პირველი დოზიდან 21 დღეში უნდა მოხდეს მეორე დოზის მიღება, რომლის ასამოქმედებლად და სრულად ორგანიზმში დამცველობითი ფუნქციების ჩამოსაყალიბებლად 14 დღე იქნება საჭირო.
წყარო:newposts.ge