თეგებით ძიება

გერმანიის ელჩი: მოხარული ვარ, რომ ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები დიალოგის ინიციატივით გამოდიან

საქართველოში გერმანიის ელჩი, ჰუბერტ ქნირში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი.

„პოლიტიკურმა დაძაბულობამ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, გერმანიაშიც გამოიწვია წუხილი. ამიტომ მოხარული ვარ, რომ ახლა ორივე მხარის წამყვანი პოლიტიკოსები პარტიებს შორის დიალოგის ინიციატივით გამოდიან. საქართველოს დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია მთლიანი რეგიონისთვის. ამის პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს აქვს. ჩვენ ყოველმხრივ ხელს შევუწყობთ მათ შორის დიალოგს“, – აცხადებს ქნირში.

აღნიშნული განცხაება საელჩომ "ფეისბუქის" ოფიციაალურ გვერდზე გაავრცელა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა