გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, PCR ტესტის პასუხი, რომელიც მთავრობის მეთაურმა ჩაიტარა, უარყოფითია.
გიორგი გახარია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.