თეგებით ძიება

გერმანიაში არ შეუშვეს ქართველი ქალი, რომელსაც დიდი ოდენობით ტრუსები აღმოუჩინეს – “პროსტიტუციისთვის მოემგზავრებოდა”

გერმანული გამოცემის, sueddeutsche.de-ს ცნობით, გერმანელმა სამართალდამცავებმა ქვეყანაში 29 წლის ქართველი გოგო არ შეუშვეს და ის უკან გამოაბრუნეს.

როგორც გამოცემა მიუნხენის სასაღვრო პოლიციაზე დაყრდნობით წერს, ქალმა ქვეყანაში შესვლის მოტივად ნიურნბერგის კლინიკაში მნიშნველოვანი ოპერაციის ჩატარება დაასახელა და განაცხადა, რომ კლინიკისგან შესაბამისი დასტურიც ჰქონდა, თუმცა პოლიციისთვის წარდგენილი ცნობა ყალბი აღმოჩნდა.

მისი ნივთების დათვალიერების შემდეგ კი, პოლიციამ განაცხადა, რომ “მის ბარგში იმაზე მეტი თეთრეული იყო, ვიდრე ადამიანს ჩვეულებრივ, საავადმყოფოში დარჩენისთვის სჭირდება”, რამაც სამართალდამცავებს გაუჩინა ეჭვი, რომ ქალი პროსტიტუციისთვის მიემგზავრებოდა გერმანიაში.

სამართალდამცავები 29 წლის ქართველ ქალს საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

შემთხვევა ორშაბათს, 9 ნოემბერს მოხდა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა