თეგებით ძიება

სახალხო კი არა, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დამცველი ყოფილა – კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ტელეკომპანია „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ოპოზიციის ლიდერის თავდასხმის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება.

„სახალხო კი არა, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დამცველი ყოფილა“, – წერს კახა ბექაური.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „იმედის“ ჟურნალისტს რუსა შელიას თავს დაესხა.

აღნიშნულ ფაქტს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია გამოხმაურა და აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტის, რუსა შელიასადმი არ იყო ეთიკური, თუმცა, უგულავას კომენტარი არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა