თეგებით ძიება

თანახმა ვარ, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის ან პარტიის დამკვირვებელი ვიყო - ვაჟა გაფრინდაშვილი

არჩევნების მეორე ტურში ხმების დაცვის მიზნით, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოსახლეობას არჩევნებზე დამკვირვებლობას სთავაზობს.

მისივე თქმით, მეორე ტურის სახით მოსახლეობას კარგი შანსი ეძლევა, საკუთარი ხმა დააფიქსირონ.

როგორც მან TV პირველის ეთერში განაცხადა, მთავრობა აღარ შეეცდება შედეგების გაყალბებას, რადგან ოპოზიცია არ აპირებს, მონაწილეობას.

“მივიდეთ არჩევნებზე მივცეთ ხმა იმას, ვინც ჩვენ გვინდა და დავიცვათ ჩვენი ხმა. როგორ დავიცვათ? მე თანახმა ვარ, ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი პარტიის დამკვირვებელი ვიყო”, — განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა