თეგებით ძიება

ხმაური ბათუმის საოლქო კომისიაში - ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ

ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან არჩევნების შემაჯამებელი ოქმის შედგენა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. Შენობასთან ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
შენობასთან ისმის შეძახილები და საყვირების ხმა.

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის, ინფორმაციით, აჭარაში 25 ათასი ბათილი ბიულეტენია, დაკარგულია 5 600-ზე მეტი ბიულეტენი, ოქმების 75 პროცენტში კი ბალანსი არ ჯდება.

საოლქო კომისიაში კი ირწმუნებიან, რომ პრეტენზიები უსაფუძვლოა და ხარვეზების მიუხედავად, შედეგი არჩევნებზე დაფიქსირდა ისეთი, როგორიც იყო რეალობა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავების.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა