"პირდაპირი გაგებით, კრიმინალებს და ძველ ბიჭებს ჩაატარებინეს არჩევნები" - ხმაური ბათუმში
ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც შემაჯამებელ ოქმებს ადგენენ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცესკოს შენობასთან ოპოზიციის წარმომადგერნლები და მხარდამჭერები იმყოფებიან, ისინი გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.
"პირდაპირი გაგებით, კრიმინალებს და ძველ ბიჭებს ჩაატარებინეს არჩევნები. პოლიცია უმოქმედო იყო და ახლა ხმების ქურდი, ოლქის თავმჯდომარე რომ ქვია, ციალა შავაძე, წერს ოქმს და უნდა გამოგვიცხადოს ბათუმში, რომ არჩევნები შედგა და მთავარი რა არის, ამ შედეგებით, რასაც ციალა შავაძე წერს, სამმა პარტიამ გადალახა ბარიერი ;"ქართულმა ოცნებამ," "ნაციონალურმა მოძრაობამ" და ბათილმა ბიულეტენებმა. ანუ მესამე ადგილზე გავიდა ის ბიულეტენების რაოდენობა, რომელიც არის ბათილი. ამის შემდეგ ვინ დაიჯერებს, ამ ქვეყანაში, რომ არჩევნები ჩატარდა" - თქვა აქციის მონაწილემ
შეგახსნებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში დღეს შემაჯამებელი ოქმების დამტკიცების ბოლო დღეა. მას შემდეგ, რაც საოლქო კომისიებში ოპოზიციის თითქმის ყველა საჩივარი უგულებელყოფილია და საჩივრების განხილვაზე უარი თქვა სასამართლომაც, ოპოზიცია ქვეყნის მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან შეიკრიბა, მიოქალაქეები გაყალბებულ ოქმებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. საოლქო კომისიის სხდომებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.
წყარო:newposts.ge