თეგებით ძიება

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, საბაჟო გამშვები პუნქტი "ბათუმის პორტი“-დან ქართული ხილის ექსპორტი განხორციელდა

გლობალური კრიზისისა და COVID-19 პანდემიის პირობებში, საქართველო, როგორც ამიერკავკასიის ძირითადი სატრანზიტო რეგიონი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით შეუფერხებლად ახორციელებს.

საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ბათუმის პორტი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, ქართული ხილის, ექსპორტის პროცედურები განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, როგორც გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, ასევე საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ,,ერთი ფანჯრის პრინციპით“ მარტივად ისარგებლონ საბაჟო გაფორმების პროცედურებით და მიიღონ სხვადასხვა სახის წარმოშობის სერტიფიკატი. ბოლო 2 თვის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ, სხვადასხვა პროდუქციაზე 7804 წარმოშობის სერტიფიკატია გაცემული.

აქვე აღვნიშნავთ, რომ წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატების CT 1- ისა და EUR. 1 -ის არსებობის შემთხვევაში, პროდუქცია იმპორტიორი ქვეყნების მიერ, საბაჟო გადასახადებისგან სრულად თავისუფლდება. ამასთან, შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პორტებში შემომსვლელი გემებისთვის გამკაცრებულია კონტროლის პროცედურები. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან მხოლოდ, საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები და მათ შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ უტარდებათ მიზნობრივი ტესტირება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა