ზესტაფონში შემაჯამებელი ოქმის დაწერა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობს
ზესტაფონის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის დაწერა ხმაურიანი აქციის ფონზე მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ და საოლქო კომისიის წევრებს ოქმების გადაწერაში ადანაშაულებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მიუხედავდ იმისა, რომ ტყიბულში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და ბაღდათში არჩევნები მასობრივად გაყალბდა, მმართველი პარტიის კანდიდატმა პირველივე ტურში ვერ მოიგო, მეორე ტურში მონაწილეობას კი ოპოზიცია არ აპირებს.
წყარო:newposts.ge