თეგებით ძიება

თუ ივანიშვილი დამირეკავს და ჩემთან საუბარი მოუნდება, მივალ, დაველაპარაკები - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის სურვილი თავად ხელისუფლებას არ აქვს და “გაბუტული ბავშვის” პოზიციაზეა.

“თუ დამირეკავს ბიძინა ივანიშვილი და მეტყვის, რომ ჩემთან საუბარი უნდა, მე მივალ, დაველაპარაკები, თუ ამას დიალოგად თვლით, შედგება. ელჩები სავალდებულო კი არ არის მართლა… დიალოგს უნდა სურვილი. რეალურად, ის რომ ჩვენ ერთმანეთში არ ვლაპარაკობთ, სინამდვილეში ხელისუფლების სურვილია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ოპოზიციას არ ელაპარაკოს. ამ დროს გამოჩნდნენ უცხოელი ფასილიტატორები, რომლებიც იძულებულს ხდიან ხელისუფლებას დაელაპარაკოს, თორე ხელისუფლება არის გაბუტული ბავშვივით. მე მაქვს ყველა სათამაშო ჩემთვის, როგორც მინდა ისე ვითამაშებ და თქვენ არ გათამაშებთ – აი ამ პოზიციაზეა ხელისუფლება. პატარა ბავშვივით იქცევა,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ გადაცემა “ღამის კურიერში”.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა