თეგებით ძიება

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერების მუქარას მოჰყვება მათივე ზონდერ, მოძალადე ბრიგადების ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმები - გახარია

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მის თანაგუნდელზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას კვირის ფორმულაში ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების მოძალადე ჯგუფები პარტიის მხარდამჭერებსაც ესხმიან თავს. 

როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მმართელი პარტიის ლიდერების რიტორიკა და საჯარო გამოსვლები მსგავს ფაქტებს ახალისებს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერების მუქარას მოჰყვება მათივე ზონდერ, მოძალადე ბრიგადების ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმები. ასეთი იყო ბათუმში, პაპუაშვილის რაღაც მუქარების შემდგომ; დღეს, 2 დღის უკან ივანიშვილი ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენი გუნდის წევრებს. ჩემ შემთხვევაში ეს არ იყო პირველი მუქარა, მაგრამ გამოვიდა პირველად, საჯაროდ გამოაცხადა ეს მუქარა და იცის ამ ადამიანმა, რომ არ მუშაობს ეს მუქარა ჩემზე, და გადაიტანა ჩემს თანაგუნდელებზე.

როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვიტყვი, ლევანის მხოლოდ ვიდეო ზარით ვესაუბრე - ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დაგეგმილი ან სპონტანური, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, მეტროში, ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს აქციიდან ბრუნდებოდნენ, და შეიარაღებული იყვნენ ოცნების პოლიტიკური სიმბოლიკით, უბრალოდ აგრესიულად თავს დაესხნენ ერთ ადამიანს", - თქვა გახარიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა