ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმა ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" ბოლო ჟამია - ლევან სანიკიძე
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ განაცხადა, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე ანგარიშსწორება "ქართული ოცნების" "ბოლო ჟამს ადასტურებს".
ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმა ადასტურებს, რომ ბოლო ჟამია "ქართული ოცნების" და მინდა, ხალხს ეს უხაროდეს, რომ "ოცნების" დასასრული სამ დღეში იქნება ჩვენ თვალწინ და ამის თანამონაწილეები უნდა გავხდეთ. რაც შეეხება იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც დღეს საჯარო მოხელეები, ჩვენი პედაგოგები, ბაღის აღსაზრდელები, პოლიციელები არიან, ამას შევაფასებდი სიტყვა კატასტროფით. ეს არის ამ ქვეყნის იდენტობაზე უარის თქმა", - ამბობს ლევან სანიკიძე.