თეგებით ძიება

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თუ არ მოდუნდებით და აქტიურად იმუშავებთ, ეს დღე წარმატებული იქნება. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში დადებითი მხარეები ეძებოთ და წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. არსებობს შანსი, რომ ამ დღეს პერსპექტიული შეთავაზება მიიღოთ, ამიტომ სახლში ნუ ჩაიკეტებით. მოერიდეთ ახლობელ ადამიანებთან მტკივნეული საკითხების განხილვას, რომელსაც აუცილებლად აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება მოჰყვება.

კურო

ამ დღეს მნიშვნელოვანია, საკუთარი პოზიციების დაცვა შეძლოთ და სხვების რჩევებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. რთულ ვითარებაში ინტუიცია დაგეხმარებათ და ზუსტ, დროულ და სასარგებლო მინიშნებებს მოგცემთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენზე ზეწოლას და თქვენით მანიპულირებას ეცდება. დღის მეორე ნახევარში საქმეში სიმტკიცე, ადამიანებთან ურთიერთობაში კი თავაზიანობა უნდა გამოიჩიოთ.

ტყუპები

ამ დღეს მნიშვნელოვან საკითხზე პასუხისმგებლობის აღება და ახლობელი ადამიანების დახმარება მოგიწევთ. ნუ აჩქარდებით - ახლა კარიერულ წინსვლაზე ფიქრისთვის არახელსაყრელი დროა. თუ რაღაც ახალი და უცნობი საქმის კეთება გადაწყვიტეთ, ყოველი ნაბიჯი ფრთხილად უნდა გათვალოთ. თანამშრომლობის უჩვეულო შეთავაზება საშუალებას გაძლევთ, გამოიყენოს უნარები, რომლებითაც განსაკუთრებით ამაყობთ.

კირჩხიბი

რთული და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღეა, რომელიც უჩვეულო შეხვედრებსა და საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემები გაჩენისთანავე მოაგვაროთ და სამომავლოდ არაფერი გადადოთ. კოლეგებთან ურთიერთობაში შესაძლებელია უსიამოვნებები, ამიტომ ეცადეთ, მარტოობაში მეტი დრო გაატაროთ. არ გაბრაზდეთ მათზე, ვისაც თქვენ წინაშე ბრალი არაფერში მიუძღვის. დღის მეორე ნახევარში მყუდროებას მცირე გაუგებრობა და უსიამოვნო ინციდენტები დაგირღვევთ.

ლომი

ამ დღის პირველი ნახევარი სტრესული და ემოციურად რთული იქნება. უამრავი პრობლემის გადაჭრა და დამატებითი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. ადამიანებზე ხელსაყრელი შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად ახერხებთ და არც თანამოაზრეების პოვნა გიჭირთ, მაგრამ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და პირად ცხოვრებაზე არაფერი უამბოთ.

ქალწული

რთული დღეა, როცა კარგად ნაცნობი და ადვილი საქმეების დასრულებაც კი გიჭირთ. ეცადეთ, არ ინერვიულოთ და მომხდარში დადებითი მხარეც დაინახოთ. გირჩევთ, კოლეგებისგან მიღებულ ინფორმაციას არ ენდოთ და ყველა ფაქტი საგულდაგულოდ გადაამოწმოთ. სავარაუდოდ, ძველი საქმიანი კავშირების აღდგენას შეძლებთ. შესაძლოა, ძველმა ბიზნესპარტნიორებმა რამე ახალი და საინტერესო შემოგთავაზონ.

სასწორი

დილას მუშაობის დაწყება გაგიჭირდებათ, ამიტომ დღის პირველ ნახევარში სასიამოვნო და მარტივი საქმეები უნდა დაგეგმოთ. სადილის შემდეგ თქვენი შრომისუნარიანობა შესამჩნევად გაიზრდება და საშუალება გექნებათ, თქვენი საუკეთესო საქმიანი თვისებები გამოავლინოთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისაც კარგად არ იცნობთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - მან შეიძლება მოგატყუოთ და თქვენი სიკეთე ბოროტად გამოიყენოს.

მორიელი

ბოლო დროს დაგროვილმა დაღლილობამ შეიძლება თავი იჩინოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ შოპინგი სამომავლოდ გადადოთ და ხარჯები შეზღუდოთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ, მაგრამ ამ და სხვა საქმეებსაც თავს მშვენივრად გაართმევთ.

მშვილდოსანი

წესები დაიცავით, საზღვრებს არ გასცდეთ და საკუთარი ვალდებულებები შეასრულეთ - ეს დაგეხმარებათ, შეცდომები თავიდან აიცილოთ და დავალება წარმატებით შეასრულოთ. ეცადეთ, მხიარული და ოპტიმისტურად განწყობილი ადამიანების გარემოცვაში იტრიალოთ, რათა კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. ამ დღეს ოჯახში სასიამოვნო მოვლენები გელით. ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

თხის რქა

ნაკლები იაქტიურეთ და თქვენი იდეები და რჩევები თქვენთვის შეინახეთ. საკუთარმა ინიციატივამ შეიძლება ბევრი უსიამოვნება მოგიტანოთ ან უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. შეეცადეთ, ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოთ და პირქუში ფიქრებისგან გათავისუფლდეთ. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებამ შეიძლება სერიოზული შეცდომები გამოიწვიოს.

მერწყული

ეს დღე რომ ნაყოფიერი გამოვიდეს, მკაფიოდ გამოკვეთილი პრიორიტეტები და სამოქმედო გეგმა გჭირდებათ. წარმატებას მხოლოდ დამოუკიდებლად მოქმედება მოგიტანთ, ამიტომ რჩევებსა და მხარდაჭერას ნუ დაელოდებით. ცუდი დროა ახალი საქმის დაწყებისთვის. უმჯობესია, უკვე დაწყებული პროექტები და მცირე რუტინული ამოცანები დაასრულოთ. ყურადღებას ნუ მიაქცევთ კრიტიკულ შენიშვნებს.

თევზები

ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და რეალობას თვალი გაუსწორეთ. ფრთხილად იმუშავეთ და ეცადეთ, ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი გამოთვალოთ. გარშემომყოფებს თქვენი ცხოვრების წესი მოსწონთ, ბევრი დახმარებას და მხარდაჭერას გთავაზობთ, ზოგს კი თქვენი უკეთ გაცნობა სურს. შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო იდეა მოისმინოთ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

წყარო: ფანთაიმი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა