თეგებით ძიება

შაქარაშვილის საქმე და თავისუფლება აღიარების სანაცვლოდ - "საბურთალოელები" ციხეს ტოვებენ

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე - სამი საბურთალოელს - საბა გოგშელიძე, საბა ჩხარტიშვილი და ირაკლი წაქაძე შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაათავისუფლონ.
დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები მთავარ საგამოძიებო უწყებაში უკვე გაიმართა.

არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ პრეტენზია არც მოკლული ბიჭის ოჯახის წევრებს აქვთ.

შაქარაშვილის ბიძა ადასტურებს, რომ შოთაძის უწყებამ გარდაცვლილის ოჯახს პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.

გოგშელიძე, ჩხარტიშვილი და წაქაძე გიორგი შაქარაშვილის ცემის საქმეში არ მონაწილეობდნენ.

საბურთალოელებს, საბედისწერო წვეულებაზე მომხდარ ინცინდენტის მოანწილეობაში ედებათ ბრალი, რა დროსაც მსუბუქი დაზიანება მიიღო არასრულწლოვანმა ნ.ხ-მ და ამჟამად ბრალდებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა