თეგებით ძიება

სკოლის მანდატურები მთავრობის ცხელ ხაზზე იმუშავებენ

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რადგან დიდ ქალაქებში სკოლები ისევ დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ, სკოლის მანდატურები მთავრობის ცხელ ხაზზე იმუშავებენ.

მანდატურები ცხელი ხაზის – 144- ის მეშვეობით, მოქალაქეებს ახალი ტიპის კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვასა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან.

სკოლის მანდატურები პირველად საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს აპრილში, როდესაც კოვიდის პირველი ტალღა იყო ქვეყანაში და სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. მაშინ მანდატურებს საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა ევალებოდათ.

batumelebi.netgazeti.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა