დედა და 4 წლის ქალიშვილი კრიმინალურმა დაჯგუფებამ გაიტაცა და 2 კვირის განმავლობაში აუპატიურებდა
პაკისტანში დედა და მისი ოთხი წლის ქალიშვილი დანაშაულებრივმა ჯგუფმა გაიტაცა და ორი კვირის განმავლობაში ჯგუფურად აუპატიურებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი მიიტყუეს ე.წ მაღალანაზღაურებად სამსახურში- ცრუ დაპირებები მისცეს და შემდეგ მოიტაცეს. ამის შესახებ წერს ბრიტანული მედია.
აღნიშნული უმძიმესი დანაშაულის ჩადენის ბრალდებით პოლიციამ ერთ-ერთი მამაკაცი დააკავა ქაშმორში, პაკისტანის სინდის პროვინციაში. იგი ამ დრომდე პოლიციის შენობაშია და სამართალდამცავთა მხრიდან აქტიური დაკითხვა მიმდინარეობს.
პოლიცია ამ დრომდე ეძებს ზემოხსენებული ბოროტმოქმედის თანამზრახველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაზარალებული ქალი იყო საავადმყოფოს თანამშრომელი ქარაჩში, რომელსაც დიდი რაოდენობის ფულის სანაცვლოდ შესთავაზეს ერთი ადამიანი მოვლა-პატრონობა, თუმცა მანამ სანამ მსხვერპლა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია, იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად მოიტაცეს.
მოძალადე მამაკაცებმა 15 დღიანი წამების შემდეგ გაუშვეს დაზარალებული და მოსთხოვეს, რომ კარაჩიდან მათთვის ქალები მიეყვანათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალიშვილს არ გაატანდნენ და მოკლავდნენ- ბოროტმოქმედებმა მცირეწლოვანი ბავშვი მძევალის სახით დაიტოვეს.
დედამ არ შეასრულა ბოროტმოქმედთა პირობა და კაშმორის პოლიციაში განაცხადა შემთხვევის შესახებ, რომლის შემდეგაც სამართალდამცავებმა მისი შვილი გადაარჩინეს. ბავშვი ამ დრომდე ქალაქ ლარკანას საავადმყოფოში კრიტიკულ ვითარებაში იმყოფება.
პაკისტანის კანონმდებლობის თანახმად, დამნაშავე სექსუალურად მოძალადე პირებს 10-იდან 25 წლამდე პატიმრობა და სიკვდილით დასჯა ელოდებათ.
წყარო:newposts.ge