თეგებით ძიება

ემზადება თუ არა მთავრობა "ლოკდაუნისთვის"?!

ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროდან წყარომ დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებამ ე.წ. ლოკდაუნის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

სავარაუდოდ, ღამის საათების გარდა, მოქალაქეებს გადაადგილება დღის განმავლობაშიც შეეზღუდებათ. შესაძლოა, აკრძალვები შეეხოს ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიმოსვლასაც.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ოპოზიციურ პარტიებს შაბათს, 14 ნოემბერს პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია აქვს დაგეგმილი.

ამ დროისთვის, ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. პოლიტიკური პარტიები პერმანენტულ აქციებს მართავენ. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

პერმანენტულ აქციებს მართავენ სამოქალაქო აქტივისტებიც. პარტიების პარალელურად, მმართველ გუნდს ისინიც არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მძიმე ეპიდვითარებაა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3000-ს აცდა.

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ნოემბრის ბოლოს მოსალოდნელია შემთხვევების მკვეთრი მატება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა