თეგებით ძიება

გაიცანით ადვოკატი, რომელიც 2000 ლარით დაჯარიმებულ სოციალურად დაუცველს უფასოდ იცავს

სოციალურად დაუცველ, მამუკა დიაკონიძეს, რომელიც 9 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში ყოფნის წესის დარღვევის გამო 2000-ლარიანი ჯარით დააჯარიმა, ადვოკატი, სალომე კუბლაშვილი უფასოდ დაეხმარება ჯარიმის გაუქმებაში.

როგორც სალომე კუბლაშვილი ჩვენთან საუბრისას განმარტავს, ის მამუკა დიაკონიძის მისამართით გამოწერილ ოქმს ასაჩივრებს და ფიქრობს, რომ ოქმი არასწორად არის შედგენილი.

ადვოკატი ამბობს, რომ სარჩელი უკვე მზად არის და საქალაქო სასამართლოში მიაქვს.

„2000 ლარიანი ოქმში, რომელიც ბატონ მამუკას გამოუწერეს, წერია რომ კომენდანტის საათის დარღვევის გამო დააჯარიმეს, რაც არასწორია.

ბატონ მამუკას არ აქვს სახლი, შესაბამისად მას არ შეუძლია 10 საათზე არ იყოს ქუჩაში. ხან სად ათენებს ღამეს, ხან სად.

ბატონ მამუკას, აქვს ჯანმრთელბის პრობლემა, უჭირს გადაადგილება. პარასკევს მიგყვავს ექიმთან და გავიგებთ რა სჭირს ფეხზე“- ამბობს სალომე კუბლაშვილი „დაიჯესტთან.“


წყარო: digest.pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა