გერმანიაში მოღვაწე თურქი ცოლ–ქმარი, რომლებმაც მსოფლიოს კორონავირუსის ვაქცინა შეუქმნეს
ახალი კორონავირუსი იგივე Covid-19 – 2019 წლის მიწურულს ჩინეთში გამოჩენილმა ვირუსმა, 2020 წლის 11 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აიძულა გლობალური პანდემია გამოეცხადებინა, რამაც არსებული რეალობა სრულებით შეცვალა.
რამდენიმე თვეა დედამიწა, მეცნიერები და გიგანტი ფარმაცევტული კომპანიები მილიონობით სიცოცხლის გადასარჩენად ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობს, ვაქცინის რამდენიმე ვარიანტი სხვადასხვა ქვეყანამ შექმნა, თუმცა, მათ დასატესტად და ვარგისიანობის გამოსაცდელად დამატებითი დროა საჭირო.
რამდენიმე დღის წინ კომპანია Pfizer–ისა და BioNTech–ის ვაქცინამ საიმედო შედეგი დადო და საუბარია 90%–იან დაცვაზე. ვაქცინა ორ ეტაპად, სამკვირიანი შუალედით გაკეთდება და მეორე აცრიდან 7 დღეში დადგება სრული დაცვის ეფექტი.
პანდემიისგან ხსნა კი თურქი ცოლ–ქმრის, მეცნიერების ოზლიმ ტურეჯისა და უგურ შაჰინის ანგარიშზეა. ისინი კომპანია BioNTech–ის დამფუძნებლები არიან, მათ ეს კომპანია 2008 წელს კიბოს საწინააღმდეგი ახალი ტიპის იმუნოთერაპიული საშუალებების დასამზადებლად დააფუძნეს.
ცოლ–ქმარი თურქეთიდან გერმანიაში გასული წლის 60–იანი წლების მიწურულს ჩავიდნენ. წყვილმა ერთმანეთი ზაარლანდის უნივერსიტეტში გაიცნო და 2002 წელს დაქორწინდნენ. ჰყავთ თინეიჯერი ქალიშვილი.
წყარო:newposts.ge