მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა PFIZER-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის ვაქცინათა 80 % უკვე შეიძინეს
PFIZER-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 80 % უკვე შეისყიდეს მსოფლიოს უმდიდრესმა ქვეყნებმა. ამის შესახებ ინფორმაციას დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული უმსხვილესი ანალიტიკური კომპანია აქვეყნებს. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს თურქული გავლენიანი გამოცემა, ANADOLU AGENCY.
გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგ 90 %-იანი ეფექტურობის მქონე ვაქცინის მილიარდზე მეტი დოზა უკვე შესყიდულია მსოფლიოს მდიდარი მთავრობების მიერ, რაც მსოფლიო მოსახლეობის 14 %-ს შეადგენს.
ევროკავშირმა უკვე შეიძინა 200 მილიონი დოზა კორონავირუსის ვაქცინა, ხოლო დამატებით 100 მილიონს უახლოეს მომავალში შეიძენს. დიდი ბრიტანეთი მიიღებს 40 მილიონ დოზას, ამერიკის შეერთებული შტატები კი საწყის ეტაპზე 100 მილიონს, შემდეგ კი დამატებით 500 მილიონს.
ანტიკორონავირუსული პრეპარატის დამამზადებელი კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, 1.3 მილიარდი დოზა ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე დამზადდება.
წყარო:newposts.ge