"ძალიან მძიმე ამბავი გვაქვს..."- გიორგი ფანცულაიას მამა კორონავირუსს ემსხვერპლა, მძიმეა თავად ადვოკატის მდგომარეობაც
ადვოკატ გიორგი ფანცულაიას მამა კორონავირუსით გარდაიცვალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი მია ზოიძე წერს.
მისი ინფორმაციით, თავად გიორგიც მძიმე მდგომარეობაშია:
"ძალიან მძიმე ამბავი გვაქვს... კოვიდთან უთანასწორო ბრძოლის შემდეგ, ამ დილით გარდაიცვალა გიორგის მამა, ჰამლეტ ფანცულაია ... ამ ეტაპზე გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა. მეტ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწოდებთ"- წერს ზოიძე.
წყარო:newposts.ge