თეგებით ძიება
13. 11. 2020 COVID - 19

კახეთში კორონავირუსის 49 შემთხვევა გამოვლინდა

კახეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 1,449-მდე გაიზარდა. ცოტა ხნის წინ რეგიონში ინფიცირების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა მუნიციპალიტეტების მიხედვით ასეთია: ახმეტა - 7, თელავი - 22, გურჯაანი - 15, სიღნაღი - 4 და საგარეჯო- 1.

ბოლო ინფორმაციით, მკურნალობს 1,119 ინფიცირებული, მათ შორის 1,027 ბინაზე , 16 კოვიდსასტუმროში, ხოლო 76 კოვიდკლინიკაში.

თვითიზოლაციაში იმყოფება 2,215 მოქალაქე, თვითიზოლაციიდან კი 82 ადამიანი მოიხსნა.

რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში რჩება 114 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის სულ 69681 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 52 169. გარდაცვლილია 599. კარანტინის რეჟიმშია 2506. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის ოთხი ათას 918. კოვიდსასტუმროებში 3311 პაციენტი მკურნალობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა