თეგებით ძიება
13. 11. 2020 COVID - 19

როგორ უნდა მოვიქცეთ კორონავირუსის მიმდინარეობისას თრომბი რომ არ განვითარდეს – ოთარ ტატიშვილის რჩევები

ახალი კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელში განსაკუთრებული ნიშანი თრომბია, რომელიც ლეტალურ შედეგს აყენებს. რა პროდუქტები უნდა მივიღოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ ვირუსის მიმდინარეობისას იმისათვის, რომ თრომბის განვიტარებას ხელი შევუშალოთ – ამის შესახებ ექიმმა ოთარ ტატიშვილმა „იმედის დილაში“ ისაუბრა:

„თევზის ქონი ათხელებს არა მარტო სისხლს, ის შლის თრომბს, პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია კვირაში სამჯერ მაინც მივიღოთ ეს პროდუქტი და განსაკუთრებით თევზის ცხიმიანი სახეობა. კენკრა შეიცავს კუმარინებს, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედებას, ეს ბუნებრივი ანტიმიკრობული აგენტიც გახლავთ, ასევე ნიორი, რომელიც შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლია სისხლის გათხელება, ისევე, როგორც ასპირინს. ასევე კარგია კოჭა, გარდა იმისა, რომ ათხელებს სისხლს, ის ჩვენს ორგანიზმში ამცირებს შაქრის დონეს, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მაგრამ ვისაც მაღალი არტერიული წნევა და არითმია აწუხებს, ეს პროდუქტი უფრო ფრთხილად უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნა ოთარ ტატიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა