თეგებით ძიება
14. 11. 2020 სპორტი

უეფა-მ მოურინიო ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა

უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს დისკვალიფიკაციის შესახებ.

პორტუგალიელ სპეციალისტს ერთი მატჩის გამოტოვება მოუწევს ევროპის ლიგაზე. მოურინიო დასაჯეს იმის გამო, რომ ბელგიურ „ანტვერპენთან“ მატჩის შესვენების შემდეგ, შეაყოვნა თავისი ფეხბურთელების მეორე ტაიმში გაყვანა. ის შეხვედრა ინგლისურმა კლუბმა 0:1 წააგო.

აღნიშნავენ, რომ მოურინიოს შეუძლია ეს სასჯელი მთელი წლის განმავლობაში მოიხადოს, ასე რომ, მას შეეძლება ევროპის ლიგის მორიგ ტურში თავისი გუნდის ხელმძღვანელობა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა