გერმანელი მეცნიერების სენსაციური მიგნება- დასახელდა ბუნებრივი პროდუქტები, რომლებიც კოვიდ 19-ის ვირუსულ ნაწილაკებს ანადგურებენ
გერმანიაში, ულმის უნივერსიტეტის მოლუკულური ვირუსოლოგიის ცენტრში მომუშავე მეცნიერთა ჯგუფმა გამოაცხადა, რომ აღმოაჩინეს ნატურალური პროდუქტები, რომელებიც კორონავირუსის პათოგენს 97 %-ით თრგუნავენ ადამიანის ორგანიზმში.
მეცნიერთა დაკვირვებით რესპირატორული ვირუსები თავდაპირველად აზიანებს ადამიანის ყელს. სწავლულებმა კვლევის განმავლობაში დაადგინეს, რომ ამერიკულ ფოთლოვან მცენარე მცენარე არონიასა და მწვანე ჩაის ანტივირუსული ეფექტი გააჩნია.
დიდხნიანი ლაბორატორიული კვლევებით დამტკიცდა, რომ ზემოხსენებული ამერიკული კულტურა, რომელსაც სხვადასხვა სახის ინფექციური დაავადებების მკურნალობაშიც ძალზე დადებითი ეფექტი აქ, სარსისა და კოვიდ ვირუსულ ნაწილაკებს ორგანიზმში 97 %-ით ახშობს.
მკლევართა აზრით, აგრეთვე ძალზე დადებითი გავლენის მქონეა ბროწეულის წვენი, რომელსაც კორონავირუსის პათოგენების 80 %-ით დათრგუნვა შეუძლია. სამკურნალოდ და კოვიდ 19-ის განვითარების პრევენციისთვის პროდუქტიულია ასევე სხვა ნატურალური წვენები და მწვანე ჩაი, რომელთა სისტემატური მიღება ვირუსულ წარმონაქმნებს აუძლურებენ ადამიანის ორგანიზმში.